ევროკავშირის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში გარდაცვალების ყოველი 8 შემთხვევიდან, ერთი გარემოს დაბინძურებასთან არის კავშირში.

სააგენტოს მონაცემებით, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელში 13% მოდის ისეთი ფაქტორებზე, როგორიც არის ხმაური და ჰაერის დაბინძურება, ასევე დაბალი ხარისხის წყალი და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება. ანგარიშის თანახმად, ღარიბი დასახლებები და მოწყვლადი ადამიანები გარემოს დაბინძურებით ყველაზე მეტად ზარალდებიან.

„ძლიერი ქმედებებია საჭირო ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად. აშკარა კავშირი არსებობს გარემოს მდგომარეობასა და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, მკაფიო განსხვავება არსებობს ამ მხრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. „

გარემოსთან დაკავშირებული დაავადებების ტვირთი არათანაბრად ვრცელდება ევროპის მასშტაბით. გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნორვეგიასა და ისლანდიაში ყველაზე დაბალია – 9%, ალბანეთში 23%, ხოლო ბისნიასა და ჰერცოგოვინაში 27%-მდეც კი იზრება“, – წერს BBC ანგარიშზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO) აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურება მთელს მსოფლიოში ყოველ წლიურად მილიონობით ადამიანის დაღუპვის მიზეზია.

წყარო