ევროკავშირმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს 2004 წელს მოწამვლა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის მსგავსი იყო. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც მიღებულია 29 აპრილს.

30 აპრილს ჩატარებული პოლიტიკური თოქ-შოუს “სავიკ შუსტერის თავისუფლების” ეთერში ევროპარლამენტარმა პეტრას ავსტრეავიციუსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ იუშჩენკოს და სხვა მოწინააღმდეგეთა მოწამვლის აღიარება ჩვენი მხრიდან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით, ეს ერთგვარი სიგნალია.

 

დეპუტატმა განმარტა, რომ მოწინააღმდეგეთა მოწამვლას ახორციელებენ რუსეთის ინსტიტუტები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან კრემლს. საუბარია იუშჩენკოს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის, რუსი საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ყარა-მურზას, ასევე სკრიპალების ოჯახის მოწამვლაზე.

 

ავსტრევიჩის თქმით, ასეთი რეზოლუციის მიღებით ევროპა აგზავნის სიგნალს პუტინს, რომ თუ იგი, კვლავ გააგრძელებს მსგავს ქმედებებს, აუცილებლად გადაიხდის უდიდეს საფასურს.

 

2019 წელს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება პროკურატურისთვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ქონების ჩამორთმევის აკრძალვის შესახებ.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე