ევროპარლამენტარები 19 იანვარს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოსკოვში დაკავების თემაზე დებატებს გამართავენ.  წერს „ტვიტერის“ პირად გვერდზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ ჟოზვიაკი.

„ევროპარლამენტმა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაამატა დებატების საკითხი, რომელიც ალექსეი ნავალნის თემას უკავშირდება. თემაზე რეზოლუციას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს უყრიან კენჭს“

ცნობისთვის, დღეს სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 30  დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.