კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებამ ევროპის ქვეყნები აიძულა საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას გადახედოს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ეს ნებისმიერი საშუალებით თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა ასევე უნდა ეცადოს, რომ მკაცრი კარანტინის შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგეს.

„ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ მკაცრი კარანტინის ხელმეორედ შემოღება. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს“,- განაცხადა ოლივიე ვერანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროკავშირმა საზღვრები მიმდინარე წლის 17 მარტს ჩაკეტა.