ევროკავშირმა გადაწყვიტა თურქეთიდან ევროპისკენ მიმავალი ლტოლვილები 2000 ევროს ოდენობის თანხით დააფინანსოს, იმ პირობით თუ ისინი სახლში დაბრუნდებიან.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა  ილვა იოჰანსონმა გამოაქვეყნა სქემა რის დახმარებითაც ისინი შეაკავებენ ევროპისკენ მომავალ ახალ ტალღას. საბერძნეთის პარლამენტმა განცხადება მოიწონა და ხელი მოაწერა.

ილვა იოჰანსონი ამბობს, რომ შეთავაზება იქნება დროებითი და მხოლოდ 1 თვე იმოქმედებს. შემოთავაზება შეეხებათ მხოლოდ მათ ვინც საზღვართან პირველ იანვრამდე მოვიდნენ.

ილვა იოჰანსონი ასევე ამბობს რომ ამ პროგრამით ისინი შეძლებენ 5000 ადამიანის თავისი ნებით უკან სახლში დაბრუნებას.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბოლო 30 დღეში ასობით ლტოლვილი მიაწყდა  საბერძნეთის  კუნძულებს. ომიდან გამოქცეული ლტოლვილები თურქეთის გავლით ახწევდნენ ბერძნულ კუნძულებამდე. კუნძულებზე არსებული ბანაკები გათვლილია მხოლოდ 6000 ადამიანზე, დღეის მონაცემებით კი  მიგრანტთა რიცხვმა 42 000 გადააჭარბა.

საბერძნეთში მომუშავე  MSF მიერ  BBC-სათვის მიწოდებული ინფორმაციით,  ლტოლვილთა რიგებში 14 000 ბავშვია. ინფორმაცია რომ ქალებიც, ბავშვებიც და კაცებიც საშინელ პირობებში ცხოვრობენ არ არის გასაკვირი, ზემოთ ხსენებული ციფრებიდან გამომდინარე. MSF-ის მდივანი სტეფან ობერეიტი BBC – სთან აცხადებს რომ, ლტოლვილები მუდმივ შიშის ქვეშ ცხოვრობენ, მხოლოდ ელემენტარული სიცოცხლის პირობებში, მხედველობაშია საპირფარეშო, ელეკტროენერგია და სააბაზანო.

კლინიკა  Moria camp-ი იღებდა 70 ბავშვს ყოველდღიურად, მათ შორის ბავშვებს ქრონიკული დაავადებებით, რომლებიც ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ ურესურსობის გამო.

ამ ეტაპზე ევროკავშირის მხოლოდ შვიდი ქვეყანაა თანახმა იმზე, რომ  საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ 1 600 ბავშვს. ამორჩეული იქნებიან მხოლოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები.

სტატისტიკა გვამცნობს, რომ ლტოლვილების დიდი ნაწილი სირიიდან არიან, ლტლვილთა რიგებში ასევე არიან ავღანეთიდან, პაკისტანიდან და დასავლეთ აფრიკიდან. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენი მათგანი დააკმაყოფილდება ლტოლვილის სტატუსით.

ლტოლვილთა დახმარების სააგენტოები გვამცნობენ, რომ საშიშია სირიელების  სამშობლოში უკან გაბრუნება , ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგალითად პაკისტანის და სხვა, ითვლებიან უკან გასაბრუნებელ ხალხთა  სიაში. საბერძნეთმა შეაჩერა ლტოლვილთა მიღების სქემა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში  გამოიყენებოდა.

 

ლტოლვილების რიცხვები სირიიდან საგრძნობლად გაიზარდა იდლიბის პროვენციაში მიმდინარე კონფლიკტის გამო. 2016 წლის შეთანხმებით ევროკავშირსა და თურქეთს შორის, თურქეთს უნდა უზრუნველეყო ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი ლტოლვილთა ნაკადების რეგულაცია.  თურქეთი რომელსაც უკვე ყავს 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი ადანაშაულებს ევროპას არასაკმარისი დახმარების გამო. სწორედ ამიტომ ერდოღანმა გააკეთა განცხადება, რომ  იგი გახსნიდა ევროპისკენ მიმავალ კარიბჭეს სირიიდან მომავალი ლტოვილებისთვის.

ილვა იოჰანსონი ამბობს, რომ  ევროკავშირის პარტნიორებმა უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა ლტოლვილების თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა უნდა გადაინაწილონ ლტოლვილები საკუთარ ქვეყნებში და იქ განახორციელონ სხვა დამატებითი პროცდურები. ისინი უნდა შეთანხმდნენ მუდმივ წესებზე.

ამ ყველაფერთან ერთად, იგი მიესალმება ევროკავშირის განცხადებას მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა დაკმაყოფილების შესახებ. იოჰანსონი ამას “კარგ პირველი ნაბიჯად” მიიჩნევს

ქალბატონი იოჰანსონი ამბობს, რომ კუნძულებიდან მიგრანტების დაბრუნება კოორდინირებული იქნება გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) და ევროკავშირის სასაზღვრო ძალებთან Frontex -თან.

სიტუაცია უფრო მეტად დაძაბულია საბერძნეთ – თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ბერძნულმა პოლიციამ მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები გამოიყენა.

 

ავტორი: გიორგი ღონიაშვილი

წყარო: bbc