ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროპული კომისიის წინადადებას ათი ქვეყნისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსირების დახმარების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის გაფართოებისა და მეზობლობის პოლიტიკაში. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

„ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ გაფართოებისა და მეზობლობის პოლიტიკაში – ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან. ახლა, როგორც არასდროს, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ერთად ვიყოთ და მოვახდინოთ სოლიდარობა ამ გლობალური კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების გადასალახად“ , – განაცხადა ხორვატიის ფინანსთა მინისტრმა ზდრავკო მარიჩმა ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად დიდ თანხას მიიღებს უკრაინა 0 1.2 მილიარდ ევროა, 150 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს, 100 მილიონ ევროს – მოლდოვა.

გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად აუცილებელია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერა.