ევროკავშირი  უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ ლგბტ უფლებების დარღვევის გამო, პროცესებს იწყებს.

 

ევროკავშირმა  უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციისა და უფლებების დარღვევის გამო პროცედურა დაიწყო,-ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არასოდეს დაუშვებს ასაკის სხვადასხვა ნაწილის სტიგმატიზაციას ეთნიკური, ასაკის, რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებების გამო ან იმის გამო, რომ ვინმეს ვინმე უყვარს. უნგრეთმა და პოლონეთმა უნდა უპასუხონ ევროკომისიის მიერ წარდგენილ ბრალმდებელ არგუმენტებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის განხილვა შეიძლება დაიწყოს ევროკავშირის სასამართლოში. აღინიშნა, რომ უნგრეთში 8 ივლისს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთა “გეი პროპაგანდას”.

 

კერძოდ, აკრძალულია წიგნები, საგანმანათლებლო პროგრამები და რეკლამები, რომლებიც აწვდის ინფორმაციას ჰომოსექსუალისა და ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უნგრეთის პრობლემა სერიოზულია.

 

თამო თავხელიძე