ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამ შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს. მისი თქმით, კორონავირუსის დასამარცხებლად გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობაა საჭირო. ამასთან, ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიასთან საბრძოლველად დამატებითი თანხები გამოუყოს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჯანმოსთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 29 მაისს განაცხადა. ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებს.

2020-05-30T18:46:21+04:00მაისი 30th, 2020|