„7 ივლისს, ყირიმის ნახევარკუნძულზე 7 პირი, ძირითადად ყირიმელი თათრები, დააპატიმრეს საეჭვო პოლიტიკური კუთვნილების გამო. ევროკავშირი თვლის, რომ მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ვინაიდან დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა, ჩვენ ამას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, უკანონოდ მივიჩნევთ. ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის კანონმდებლობის აღსრულებას ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში და ელოდება, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“- აღნიშნულია პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 ივლისს რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ოთხ რაიონში ყირიმელი თათრების სახლებში რეიდი განახორციელეს და 7 პირი დააკავეს.