ესპანეთში პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი დააკავეს, რომელსაც SBU  სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. ამის შესახებ უწყების პრესცენტრში განაცხადეს.

 

ესპანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა შარი 4 მაისს დააკავეს. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მჭიდრო ურთიერთქმედების გამო გენერალურ პროკურატურასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინელი სამართალდამცავების მრავალდონიანი სპეცოპერაციის შედეგად.

 

SBU-ს ინფორმაციით, დაკავებული, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ საინფორმაციო სფეროში უკანონო ქმედებებს ახორციელებდა. არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ანატოლი შარი მოქმედებდა უცხოური სტრუქტურების ბრძანებით.

 

გამოძიების მტკიცებულება დადასტურდა არაერთი ექსპერტიზის შედეგად, რომლითაც დადგინდა, რომ შარის ინტერვიუებსა და გამოსვლებში არის ფაქტები უკრაინის წინააღმდეგ მისი დივერსიული საქმიანობის შესახებ.

 

SBU-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა მოღალატე ადრე თუ გვიან მიიღებს დამსახურებულ სასჯელს, ეს გარდაუვალია.

 

 

 

თამო თავხელიძე