ეს წერილი არ მინახავს, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს

„ეს წერილი არ მინახავს, რადგან გორში ვიმყოფებოდი და მას დეტალურად არ ვიცნობ. რაც ვიცი არის ის, რომ როდესაც წარსულში ადგილი ჰქონდა კომუნიკაციას კონგრესის მხრიდან, ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი თვალს ადევნებენ საქართველოს, ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ მის მნიშვნელობას და სურთ, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. სატრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, აბსოლუტურად არსებითია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ ამ პარტნიორობის მშენებლობისა და თანამშრომლობისთვის ძალიან ბევრი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ამის კარგი მაგალითია. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის დასაძლევად და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად წითელი ჯვრისა და სხვადასხვა სააგენტოების დახმარებით, რათა უზრუნველვყოთ საგანგებო მდგომარეობის წარმატებული მენეჯმენტი, რათა შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური განვითარება, რომელიც საქართველოს სურს და სჭირდება.

ეს წერილი არ მინახავს, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“ , – განაცხადა კელი დეგნანმა

2020-06-11T22:18:40+04:00ივნისი 11th, 2020|