“არათუ “ქართული ოცნების”, არამედ ნებისმიერი ხელისუფლების ხელში მიუღებელია ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია და შეზღუდვის გარეშე აღმასრულებელი ორგანოსთვის უფლებამოსილებების მინიჭება. ის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ასეთი ძალაუფლება მიიღოს უპირობოდ, პარლამენტში განხილვის გარეშე, ეს სხვა არაფერია თუ არა საკონსტიტუციო გადატრიალება”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წვერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით მთავრობა, პრაქტიკულად, აღარავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული.

დღეს პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა