ეს ის ვაკე აღარ არის – გიგი უგულავა

ეს ის ვაკე აღარ არის, – ასე ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სატრანსპორტო კოლაფსსა და ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციას თბილისის ყოფილი მერი, “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

როგორც მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, გაფართოებული ტროტუარებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირზე კაფეებისა და ფეხითმოსიარულეთა რაოდენობა გაიზრდება, შემცირდება მაღაზიები.

გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ვაკის მოსახლეობა მათ რაიონში არსებულ ცვლილებებს, ასე მარტივად არ შეეგუება. “მაგრამ ფაქტია, ასე მარტივად – ეს ის ვაკე აღარ არის – აღარასდროს იქნება”.

2020-08-02T01:06:42+04:00აგვისტო 2nd, 2020|