ეროვნული გვარდიის ძალები ლინკოლნის მემორიალთან პოზიციონირდნენ

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გრანდიოზული პროტესტი მოჰყვა, ეროვნული გვარდიის შეიარაღებული ჯარები ამერიკის ექპრეზიდენტის, ლინკოლნის მემორიალთან არიან მობილიზებული.

როდესაც მომიტინგეები ვაშინგტონის ქუჩებში გამოვიდნენ და აპროტესტებენ პოლიციელების სისასტიკეს, ამ დროს ეროვნული გვარდიის შეიარაღებულიმა ძალებმა ამერიკის ექპრეზიდენტის, ლინკოლნის მემორიალთან დაიკავეს პოზიციები, რამაც აიძულა რამდენიმე მომიტინგე წარმოეთქვათ შემდეგი ფრაზები: “ჩვენ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ”. პოლიციელები მოგროვდნენ მას შემდეგ, რაც აშშ დედაქალაქში საღამოს 19:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა. რათა აღკვეთილიყო ქალაქში ძალადობა, რომელმაც ერთი კვირის წინ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის იფეთქა. მაშინ როდესაც მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში და თავისი მრისხანება გამოხატეს ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით პოლიციელები მათ ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლებით და რეზინის ტყვიებით უმასპინძლეს. ამ დროისთვის კოლუმბიის ოლქში დაახლოებით 2000 ეროვნული გვარდიელი (როგორც ადგილობრივი რეზერვიდან ასევე საშტატო) აკონტროლებს სიტუაციას. ანალოგიური სიტუაციაა იუტაში, ტენესში და ინდიანაში.

2020-06-04T14:25:56+04:00ივნისი 4th, 2020|