ემიგრანტების დაბრუნებაზე.
კარგად მესმის ხელისუფლების, რომელიც ცდილობს ემიგრანტების დაბრუნება დოზირებულად, მცირე ჯგუფებით მოახდინოს, რადგან არ აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და ეშინია ვირუსის გავრცელების. მაგრამ, ამავე დროს, ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, ხშირად საემიგრაციო ვადის კანონის დარღვევით მყოფები, უკიდურეს გაჭირვებაში, სრულიად დაუცველები რჩებიან შიშმშილისათვის განწირულები.
არ მგონია რთული და შეუძლებელი, ეს ადამიანები საელჩოებმა და საკონსულოებმა დაარეგისტრირონ და სახელმწიფომ დააფინანსოს მათი დაბრუნება, თუნდაც სესხის სახით, თუნდაც ნელ-ნელა. დაბრუნებამდე ერთჯერადი კვება მაინც დაუწესონ მათ, ვინც მართლა შიმშილობს. არ არის ამის ორგანიზება არც რთული და არც შეუძლებელი.
ანტიკრიზისულ გეგმას რომ შემოგვთავაზებენ, ალბათ მასში ემიგრანტებისთვის დახმარება უნდა გაითვალისწინონ.
P.S. სააკაშვილის ინიციატივას ნუღა გაიხსენებთ. მისთვისაც გასაგები იყო, რომ არ მიიღებდნენ. მე უფრო ის მაინტერესებს, ჩვენს ხმას თუ მივაწვდენთ მთავრობას.