ელიავას ბაზრობის თანამშრომლებმა ბაზრობის ტერიტორიაზე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი სავაჭრო სივრცის გახსნას ითხოვენ .

ელიავას ბაზრობის თანამშრომლები ამობენ, რომ სამთვიანი შეზღუდვის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ახლა სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელებას ითხოვენ.

მათივე თქმით, მაღაზიები ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა ამის მიუხედავად მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციიდან პასუხს ვერ იღებენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები მასშტაბური აქციის ჩატარებას აანონსებენ.

„მოგვცენ უფლება გავაღოთ მაღაზიები, გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა. გვაქვს ბანკები, ყველას ოჯახი გვყავს. პასუხი არ ვიცით როდის და როგორ იქნება. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, სხვანაირად მოვითხოვთ ყველაფერს“, – ამბობს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელი.