ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო სექტორის მუშაობა შეზღუდულია, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია დაარწმუნებს ხელისუფლებას, რომ ისინი გაიდლაინებს იცავენ, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ:

“ამ ეტაპზე შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები იქნება დაშვებული და გააგრძელებენ საქმიანობას.

გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო შტაბის ფორმატში. სპეციალურ ფორმას შეავსებენ. ჩართულები იქნებიან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის სამინისტრო,” – განაცხადა ნათია თურნავამ.