“ახალი კოდექსით პირიქით, გარკვეულწილად იზღუდება ეკლესიის მხრიდან ტყის ფართობების ფლობა და ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში 20 ჰექტარი. ამასთანავე, ნებისმიერი ასეთი მოთხოვნის პირობებში ეკლესიამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის მკაცრი მოთხოვნა, რაც კოდექსით არის გაწერილი და შემდგომშიც ტყის მოვლის აუცილებელი პირობები უნდა შეიქმნას, იმისთვის, რომ თავად კოდექსის იდეა, რაც არის ბუნების დაცვის და რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრინციპები იყოს დაცული,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.