„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი

60% ეს ნამდვილად ის მაჩვენებელია, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე. ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც ნატურალურ რიცხვში 1 600 000-დან 1 700 000- მდე არის.

დამუშავებულია სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა. ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმუშავებს საინფორმაციო მაუწყებლებთან ერთად პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიის კუთხით. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგათ. შემდგომში, როდესაც ვაქცინა ეტაპობრივად დაიწყება, რა თქმა უნდა, მის მიერ გამოვლენილი საკმაოდ მცირე გვერდით მოვლენები ასევე გაზრდის ჩვენს მოქალაქეებში მიმღეობას და სანდოობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.