ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლუკაშენკომ არჩევნებზე ხმების 79,7% მიიღო.

ბელარუსში ადგილობრივი დროით კენჭისყრის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა. პრეზიდენტობისთვის სულ 5 კანდიდატი იბრძოდა. მოქალაქეებმა ლუკაშენკო ოპონენტების დევნაში არაერთხელ დაადანაშაულეს. თავის მხრივ ბრალდებას პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ქაოსს ვერ დაუშვებს. ლუკაშენკო ბელარუსს სათავეში 1994 წლიდან უდგას.