ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ახალი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ბანკი 2020 წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ამ დროისთვის ეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს წარმოადგენს, რადგანაც სავალუტო ფონდიც და საქართველოს ეროვნული ბანკიც ეკონომიკის საპროგნოზო შემცირებად 4%-ს განიხილავენ.

ამასთან, EBRD 2021 წლისთვის ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღებას და 5.5%-იან ზრდას მოელის.

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სომხეთისთვის 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი 3.5%-ს, აზერბაიჯანისთვის 3%-ს, უკრაინისთვის 4.5%-ს, რუსეთისთვის კი 4.5%-ს შეადგენს.

ტურისტული ნაკადის მკვეთრი ვარდნა არის მთავარი მიზეზი, რასაც EBRD საქართველოს ზრდის შემცირებას უკავშირებს. ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემად ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არის მოხსენიებული.

 

წყარო