ოქრომ ახალი რეკორდი დაადგინა მას შემდეგ, რაც ამ ძვირფასი მეტალის ფასმა იტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ივლისის თვე, ბოლო ოთხ წელიწადში, საუკეთესო აღმოჩნდა ოქროსთვის. სინგაპურში დღევანდელი მონაცემებით ერთი უნციას სავაჭრო ფასი 1968,79 დოლარია.

2020 წელს ოქრო 30%-ით გაძვირდა და ჯერაც არ ამოწურულა მასზე ფასის ზრდის შესაძლებლობა.

რეკორდული ფასი დადგინდა ვერცხლზეც. ისიც ივლისის თვეში 30%-ით გაიზარდა, რაც 1979 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.