“კორონა ვირუსმაც ვერ დაწია ქართველი ქურდების აქტივობა ესპანეთში” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “დოიჩე ველე”, რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ მადრიდის ცნობილი საიუველირო მაღაზიის, “ერმიტაჟის” ძარცვას ეხმაურება.

“4 მაისს, საქართველოს 31 წლის მოქალაქემ კონსტანტინე ფ.-მ დემონსტრაციულად გაძარცვა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი”.

ადგილი ჰქონდა მძევლების აყვანით განხორციელებულ ძარცვას, ჩხუბს, ვიტრინების მსხვრევას და პანიკას. მიმდებარედ მოხდა მოძრაობის პარალიზება.

“ეს ამბავი მძარცველის დაპატიმრებით დასრულდა,” – წერს DW.