კრიზისზე დასკვნების გამოდტანა ჯერ ადრეა, მაგრამ რამდენიმე რამე მაწუხებს ამ რამდენიმე კვირიანი დაკვირვების შედეგად. დღეს წავიკითხე ნიუსი, რომ შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ტრეინინგი გაიარა და მოხალისე იქნება. ასევე მოვისმინე საინტერესო ვიდეო შვედეთის პოლიტიკაზე, სადაც ყველანაირი ყეყეჩური კატეგორიულობის გარეშე დეტალურად ხსნიდნენ შვედეთის გადაწყვეტილების ლოგიკას, მის დასაბუთებას და რისკებსაც. ამან საბოლოოდ მიბიძგა დამეწერა:
1. ამ კრიზისის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების განცდა, რომ ყველას გვაქვს პერსონალური პასუხისმგებლობა და ყველას, როგორც მოქალაქეებს შეგვიძლია კრიზისის დაძლევაში მონაწილეობა. ოღონდ ასევე სპეციფიკიდან გამომდინარე, წყალდიდობისგან განსხვავებით თვითშემოქმედება ძალიან საშიშია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მთავრობას ეფიქრა საზოგადოებრივი ინიციატივების, მოხალისეობის, რესურსების კოორდინაციაზე. ბევრი რაღაცას აკეთებს აგროვებს, მიმართავს რესურსს, ან სურვილი აქვს, მაგრამ ამის კარგი კოორდინაცია მოგვცემდა იმის საშუალებას რომ ოპტიმალურად დაგვეხარჯა ჩვენი ენერგია და რესურსი. მთავრობის პატრონობა კი არ მინდა, პირიქით, უბრალოდ საჭიროებებზე ლაპარაკი და უსაფრთხოების დაცვაში მხარდაჭერა და ის საზოგადოებრივი ენერგია, რაც იგრძნობა, ძალიან ბევრს მოიტანდა. ეს ძალიან გაგვაძლიერებდა და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, როგორც 13 მა ივნისმა თავის დროზე ბევრი რამ დაგვანახა და გაგვაძლიერა.
2. აბსლუტურად გაჩერებულია პოლიტიკური ჯანსაღი დებატები, არა ერთმანეთის გასაშავებლად, არამედ ჯანსაღი გადაწყვეტილებების მისაღებად და მათ შორის პასუხისმგებლობების გადასანაწილებლად. ტესტები იქნება ეს, ეკონომიკა, თუ საგანგებო მდგომარეობის ყველა ცალკეული პუნქტი, ამაზე როგორ შეიძლება არ ვმსჯელობდეთ, არ ვწონიდეთ ყველა მხრიდან და მერე მთავრობა არ ითვალისწინებდეს ამ მსჯელობის შედეგებს. თუნდაც ახსნას, რატომ არ ეთანხმება რაღაც მოსაზრებას და არ გაითვალისწინოს. მე, პირადად, ეს ყველაზე მეტად ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვის დროს ვიგრძენი. როცა ამის შესახებ გავიგე, დავსვი კითხვა, ჯერ დავრეკე და ისე მერე საჯაროდ. გულწრფელი კითხვა, რას ემსახურება და რითი არის დასაბუთებული. მივიღე ორო პასუხი: ტელეფონზე, ეგრეა საჭირო და მორჩა!! საჯაროდ გაღიზიანებული, აგრესიანარევი მიუღებლობა კითხვის დასმის. იგივე ცოლქმრის დაჯარიმებაზე და ბევრ სხვა საკითხზე. ნუ ეკლესიაზე პირდაპირ ტყუილები მივიღეთ, ტუტუცური, ფარისევლური.
ეს ყველაფერი იმიტომ მადარდებს, რომ მსგავსი პროცესი კრიზისის დაძლევაშიც მოგვეხმარებოდა და როგორც საოგადოებასაც გაგვზრდიდა.
მალე პარლამენტის სხდომა იქნება, სადაც ცხადია დისკუსია უნდა იყოს. უკვე წარმოდგენელი მაქვს როგორი იქნება და გული მიწუხს, ძალინა მწყდება გული, რომ ამ ჭკუის სწავლის შანსსაც მწვავე კრიზისის ფონზე ხელიდან ვუშვებთ.
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია.