„ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა გვაქვს. ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა გვაქვს. პანდემიისგან ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, ისევე როგორც მთელმა სამყარომ. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. ეს დიდებული ქვეყანაა. ჩემთვის უდიდესი პატივია და პრივილეგია, რომ ვიყავი თქვენი პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვიბრძოლებ თქვენთვის, მე მოგისმენთ და გეტყვით, რომ ამ ქვეყნის მომავალი ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. მე მომავალ ადმინისტრაციას დიდ იღბალსა და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მათ დიდი წარმატება ექნებათ. მათ აქვთ საფუძველი, რომ შთამბეჭდავი საქმეები აკეთონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, წარმოუდგენელი იყო და ამ ყველაფერს თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ასე, რომ ნახვამდის. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით“