დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დებატების წინ ნარკოტესტის გავლას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დემოკრატ” მეტოქეს, ჯო ბაიდენს, დებატების წინ ნარკოტესტის გავლას სთავაზობს.

ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-ს განუცხადა, რომ მან „დემოკრტიული პარტიის“ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისას ბაიდენს „მოულოდნელი გაუმჯობესება“ შენიშნა.

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი 3 ნოემბრის არჩევნებამდე ტელედებატებში სამჯერ დაუპირისპირდებიან ერთმნეთს.

 აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ნარკოტესტის გავლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართული ბოლო ტელედებატების წინ მაშინდელ მეტოქეს, ჰილარი კლინტონსაც მოსთხოვა.
2020-08-27T13:00:14+04:00აგვისტო 27th, 2020|