დისკრედიტაციის მიზნით რურუას წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს – ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიები ღია წერილს ავრცელებენ, სადაც ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. მათ შორის, კი არის გიორგი რურუას გათავისუფლება.

პარტიები განცხადებაში წერენ, რომ სასამართლოს პარალელურად დაიწყო კამპანია, რომელიც რურუას დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელიც ხელისუფლებისგან მართულმა მედიასაშელებებმა უკანასკნელ დღეებში წამოიწყეს“,- წერია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციას, რაც 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგბა.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალი საქართველო, გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ლელო, ლეიბორისტული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ქრისტიან-კონსერვატული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები.

2020-06-09T01:53:02+04:00ივნისი 9th, 2020|