დღესდღეობით საქართველოში კორონავიურუსის 171 შესაძლო შემთხვევაა, რომელთაგან 3 ლაბორატორიულად დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 14 ადამიანის ნიმუში, რომელის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

„სულ გვაქვს 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად. აქედან 3 გვაქვს დადასტურებული შემთხვევა, რომელიც მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. სამივე მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში.

დღეს კარანტინულ იზოლაციაში გახლავთ 97 ადამიანი ზოგადად სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევის მქონე ადამიანი.

დღეს დილით ლუგარში კიდევ შევიდა 14 ნიმუში, 2 ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ინფექციურიდან, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გვაქვს.

წყარო: პრაიმტაიმი