დღეს, საქართველო, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველომ ამ ომში, 300 000-მდე ჯარისკაცი დაჰკარგა.

სასტიკმა მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე…

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

 

 

თამო თავხელიძე