ჟან გაბენი თითქმის ყოველთვის ითხოვდა რეჟისორებისგან, რომ ფილმში აუცილებლად ჰქონოდა ისეთივე სიბრაზის სცენა, როგორსაც რეგულარულად აწყობდა რეალურ ცხოვრებაშიც. ცნობილი რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო იხსენებდა: ” ის და ჟერარ ფილიპი ძალიან საშიში მსახიობები იყვნენ. საკუთარი უსაზღვრო პოპულარობის გამოყენებით,ისინი სცენარის დაწერის პროცესიდანვე ერეოდნენ ფილმის შექმნაში. გაბენი ყვირილით არწმუნებდა სცენარისტებს და რეჟისორებს რა უნდა სცმოდა მის პერსონაჟს,როგორ უნდა მოეწია სიგარა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე.

ჟან გაბენმა სახელი გაითქვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით როგორებიცაა: “მესეს ფერმის საიუმლო”, “სიცილიური კლანი”, “ორნი ქალაქში”, “ვერდიქტი”, “ზეციური ჭექაქუხილი” და ა.შ