დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილული იქნება ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობის დისტანციური წარმართვის შესაძლებლობის საკითხი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აუცილებლობის შემთხვევაში ამ ცვლილებით, უწყება საქმიანობას ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართავს.