ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გარკვეული ნაწილი დღეიდან იხსნება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

მთავარი რეკომენდაცია კი კვლავ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს პირბადის გამოყენება რჩება.

  • შესაძლებელია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა
  • იხსნება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცე
  • მუშაობას აახლებენ სასტუმროებიც, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ
  • მუშაობას აახლებენ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებიც

შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. მათ შორის, აკრძალულია კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.