გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს, რომ NATO-ში შიშობენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი და მასთან გასამკლავებლად გადაწყვეტილია მომზადდეს სამხედრო სამოქმედო გეგმა.

გამოცემის მიხედვით ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს ელჩებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომელზეც შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომელსაც ივნისში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

Spiegel-ის ინფორმაციით სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე კოორდინირებული პასუხი იქნება ალიანსის სანდოობის და კავშირის გამოცდა. მან ასევე შესთავაზა წევრ ქვეყნებს ნატოს სააგენტოების მეშვეობით ერთობლივად შეეძინათ დამცავი აღჭურვილობა და მედიკამენტები. ელჩები ასევე შეთანხმდნენ პანდემიასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებაზე.

გამოცემა ინფორმაციის წყაროს არ აკონკრეტებს.

 

წყარო: ტაბულა