დეკრეტული შვებულებით სარგებლობა არა მხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება

ბავშვის მოვლის გამო მალე შვებულებით სარგებლობა არა მხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება და ამასთან დაკავშირებით შესაძლოა, კანონში ჩანაწერი გაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია შვებულების აღების შესახებ დამსაქმებელი 2 კვირით ადრე გააფრთხილოს. შვებულების აღება შესაძლებელი იქნება, 604 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან ანაზღაურებადი 57 კალენდარული დღეა. ერთჯერადი კომპენსაციისთვის კი 1000 ლარია გათვალისწინებული

კანონპროექტის მიხედვით, სამი თვიდან ერთ თვემდე მცირდება ზეპირი შრომითი ხელშეკრულების ვადაც. დიმიტრი ცქიტიშვილი კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორია. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს,რომ ახალი ცვლილებებით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი უფლებები დარეგულირდება

პროექტზე ახლა საკანონმდებლო ორგანოში უნდა იმსჯელონ, თუმცა უკვე ცნობილია ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიცია, ისინი დოკუმენტში კონკრეტულ ხარვეზებს კითხულობენ

შრომითი ურთიერთობების საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოში თითქმის ერთი წელია კიდევ ერთი ინიციატივაა დარეგისტრირებული. ავტორი ამ შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილია. დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, კოლეგების მიერ მომზადებული კანონპროექტით ფუნდამენტური საკითხების მოგვარება შესაძლებელია, თუმცა დეპუტატს შენიშვნებიც აქვს.

კანონპროექტის მიხედვით, შრომის კოდექსს კიდევ ერთი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირება – 1 წელს. თუკი დამსაქმებელი 6 საათი იმუშავებს, მას უფლება ექნება ერთ საათიანი შესვენება მოითხოვოს. ასევე პროექტის მიხედვით დგინდება ნორმირებული სამუშაო დრო, კვირაში 40 საათის ოდენობით. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებული 24 საათიანი დასვენებით კვირაში ერთხელ, ან 2 კვირაში 48 საათით. პროექტი ასევე არეგულირებს შრომითი ინსპექტირებისა და აღსრულების საკითხებს.

კანონპროექტი ახლა განხილვას ელოდება. ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, დასამტკიცებლად უკვე სესიაზე გავა. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები მმართველი გუნდის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.

კანონპროექტის ინიციატორები მმართველი გუნდის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.

2020-05-14T21:52:16+04:00მაისი 14th, 2020|