დავიცვათ სიფრთხილე, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის

ნათია თურნავა -  დავიცვათ სიფრთხილე, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით ქვეყანაში არანაირი პრობლემა არაა. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ნებისმიერ ვითარებაში ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება ნებისმიერ ვითარებაში შეუფერხებლად უნდა ხდებოდეს და ეს ასეც იქნება.

„ჩვენი ენერგოსისტემა 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია. ასევე, ჩვენი გაზით მომარაგების კერძო თუ სახელმწიფო კომპანიები. ეს სწორედ ის შემთხვევა, როდესაც მინდა საზოგადო მოწოდებას შევუერთდე და ვთქვა, დავიცვათ სიფრთხილე, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის”,-განაცხადა თურნავამ.

2020-03-20T21:37:43+04:00მარტი 20th, 2020|