პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ლელო” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ბლოკებთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

“ლელო” არის პარტია და როგორც პარტია მიდის არჩევნებზე. ბლოკებთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. კონსტიტუციაში წერია, რომ ბლოკები დაშვებულია. ჩვენ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობდით იმაზე, რაც უნდა შეცვლილიყო კონსტიტუციაში. შესაბამისად, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ეხება საკითხებს, რომელთა შეცვლაა განზრახული, ასე რომ, რაც შევა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვილებების სახით, უნდა შეეხოს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელზეც ხელია მოწერილი. “ლელო” მიდის არჩევნებზე დამოუკიდებლად. მას ექნება ურთიერთობა იმ ძალასთან ან ძალებთან, ვინც ყველაზე მეტად მოგვეხმარება ჩვენი პროგრამის შესრულებაში. ესაა ჩვენი მიზანი”,- განაცხადა უსუფაშვილმა.