არასოდეს განმისხვავებია პოლიტიკა და მეგობრობა. პოლიტიკა არც სამსახურია და არც ხელობა. ცხოვრების წესად ქცეული ღირებულებებისთვის ბრძოლაა.
სიმართლე, ვაჟკაცობა და სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს!
გამაგრდი მეგობარო✊🏻🇬🇪

For me

Nika Melia / ნიკა მელია

has not been just one of the political leaders UNM, he is my close friend. Not once he has proven that political struggle is not a job, it is rather the way of life motivated by a struggle for values and strong principles! Stay strong my dear friend! The truth and progress will win!

წერს, ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის გენერალური პროკურორის ექსმოადგილე დავით საყვარელიძე საკუთარ ფეისბუქის გვედრზე. და აქვყნებს ნიკა მელიასთან გადაღებულ ფოტომასალას.

შეგახსენებთ, რომ უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს, პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა. ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.