არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობაც იზრდება. 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები საქართველოს სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე მთავარი არჩევნებია, რის შედეგადაც გავიგებთ შესძლებს თუ არა მმართველი პარტია მთავრობის დაკომპლექტებას, თუ როგორც ეს 2012 წელს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში, მოუწევს ოპიზიციაში გადასვლა. Edison Research კვლევებით ჩანს, რომ მოსახლეობა უარყოფითადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალის, “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს პრემიერობის კანდიდატ, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უსწრებს მმართველი პარტიის სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს. ასევე Edison Research რეიტინგებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო მოსახლეობის 70 %  კოალიციური მმართველობა სურს,

“ქართული ოცნება” მოსყიდვით,დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ცდილობს არჩევნების მოგებას, რისი მაგლითიცაა თავდასხმა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის გაერთიანებული ოპოზიციიდან, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრ, ლევან ქართველიშვილზე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ დაესხნენ თავს, რომ მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდამჭერი მაისურით დადიოდა ქუჩაში.

 

არჩევნებზე “ქართული ოცნების” მესვეურების მხრიდან აშკარა არაკანონიერ ჩარევას ქონდა ადგილი საარჩევნო პროცესებში იმ შემთხვევაშიც, როდესაც  საჯარო მოხელეზე ზეწოლა განახორციელეს მმართველი პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბიდან, რასთან დაკავშირებითაც ამავე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქართული ოცნების შტაბის უფროსის, რევაზ სოხაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვა, თუმცაა მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილის მოთხოვნას აუდიო ჩანაწერიც ამყარებს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნების შტაბის წევრი საჯარო მოხელეზე ზეწოლის მოხდენას, ამ დრომდე შსს-ს საქმე ჯერ კიდევ არ აღუძრავს.

https://www.facebook.com/watch/?v=2734477780141486

General News -ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა წინასაარჩევნო შეხვედრები განახორციელა დიდ ლილოსა და ორხევის დასახლებაში, სადაც ის საარჩევნოდ ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარს შეხვდა ეკლესიის კელიაში, სადაც მათ ერთად მოილხინეს. მოძღვარი ღიად უწევს დახმარებას “ქართულ ოცნებას” 2012 წლიდან, ის გახლავთ ქართული ოცნების ყოფილი გენერალური მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის სიმამრი. შეხვედრის პარალელურად, კულუარული ინფორმაციის თანახმად მათ შტაბში განხეთქილება ჩამოვარდა, რისი მიზეზიც მოსახლეობაში ე.წ. “ბირჟებთან” ხორცის და რუსული წარმოების არაყი “სტალიჩნაიას” დარიგებასთან დაკავშირებული ფინანსური უზუსტობები გახლდათ. როგორც წყარო აცხადებს ხორცისთვის გამოყოფილი ფული ბოლომდე არ მისულა მოსახლეობასთან, რამაც სუბარის უკმაყოფილება გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ სუბარის მხარდასაჭერად მივიდა ასევე სამგორის რაიონის ყოფილი მაჟორიტარის მოქალაქეთა კავშირიდან, გია ჯაყელის ძმა ლევან ჯაყელიც, რომელიც თავის მხრივ იყრიდა კენჭს წინა თვითმართველობის არჩევნებში ამავე რაიონში.

როგორც წყარო აცხადებს სოზარ სუბარს ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარმა და ქართული ოცნების პიარის განყოფილების თანამშრომლებმა ურჩიეს ესაუბრა დავით-გარეჯის საკითხზე ფართო აუდიტორიებთან, რადგან მათი აზრით მრევლზე ეს დადებითად იმოქმედებს და მათაც გაუადვილდებათ საუბარი ამომრჩევლებთან, რადგანაც ერთის მხრივ ოპოზიცია წარმოჩინდება როგორც დავით-გარეჯის პრობლემებში დამნაშავე, ქართული ოცნება კი ძალა რომელიც ცდილობს პრობლემის დარგულირებას. სოზარ სუბარმა როგორ ჩანს გაითვალისწინა რჩევები და მან იმედის საღამოს ეთერში ისაუბრა დავით გარეჯის საკითხზე.

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/166439/sozar-subari-davit-gareji-heqtrobit-ar-izomeba-iq-sul-skhva-samkaro-da-sul-skhva-sulierebaa 

General News ყურადღებით აკვირდება და იკვლევს საარჩევნო გარემოს სრულიად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სწორედ ამიტომ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით გაწვდით, მშრალად და მიუკერძოებლად. ამჯერად ვეცადეთ, რომ მკითხველის ყურადღება სამგორის რაიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე შეგვეჩერებინა.