დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძის „ცინიზმს და უპასუხისმგებლობას“ დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ამის შესახებ მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელის მოწერა კომპრომისი იყო.

მათიკაშვილის თქმით, ბაქრაძის და მისი თანაპარტიელების განცხადებები არარელევანტურია.

 

„დავით ბაქრაძე და „ნაცსექტის“ ანასხლეტები სრულიად აბსურდულ და არარელევანტურ განცხადებებს აკეთებენ: რატომ დაუჭირეს თურმე მხარი 2008 წლის კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე დადანაშაულებულია ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ჭურვებით დაბომბვაში?! თურმე იმიტომ იქ, იმ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მინიჭებია! დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხის და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ და რატომ? რუსეთის ოკუპანტობის დასამტკიცებლად გაეროს უშიშროების საბჭო რამდენჯერ გამოიყენეს „ნაცებმა“, აბა იკითხეთ?! არც ერთხელ! ვინ განაცხადა გენერალურ ასამბლეაში 2008 წლის ომისა და კონფლიქტის დაწყება? გგონიათ იმდროინდელმა ხელისუფალმა სააკაშვილ-ბაქრაძემ? არაა, რუსეთმა! ვინ მიყიდა ოკუპანტს ომის დასრულებიდან ძალიან მალევე სტრატეგიული დანიშნულების ენერგო ობიექტები?! მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძის და სხვა „ნაცკლასტერის“ ხელდასმითა და ტაშის დაკვრით! ამიტომ ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა პატრიოტული რიტორიკა! ვეღარ მოატყუებთ თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს!

 

2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიიღებს ნაციონალურ კრიმინალური ბანდა და მისი ანასხლეტები ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს!“- წერს მათიკაშვილი.​

2020-08-15T23:18:47+04:00აგვისტო 15th, 2020|