კორონავირუსული ინფექციის პანდემია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ალბათ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ერთი მხრივ, იქნება ბიოტექნოლოგიური მიმართულებები, მეორე მხრივ კი, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო ყველაზე დიდ პრობლემებსა და გამოწვევებს შევხვდებით ბიოლოგიურ ახალ მუტირებულ აგენტებთან და ვირუსებთან დაკავშირებით. ამიტომ ინოვაციური განვითარების საუკუნეში, მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს. ინოვაციური იდეები მოდის ახალგაზრდებისგან, ეს იდეები ძალიან სწრაფად ნახულობენ იმპლემენტაციას ცხოვრებაში, ვინაიდან ამაში ახალგაზრდა თაობაა ჩართული. მთავარია, რომ ჩვენ, უფრო გამოცდილმა თაობამ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და ფართო საზოგადოებამ გამოვიჩინოთ სოლიდარობა, დიდი სამოქალაქო და სახელმწიფო პასუხისმგებლობა. ყველა იმ გამოწვევას, რაც საზოგადოებას 21-ე საუკუნეში შეხვდება, აუცილებლად დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს დამთავრდება. კორონავირუსული ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ჩვენ ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.