“ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძახებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნასამართლევი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს.

“უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული, კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა, თუ რაღაც მოგონილი თანამდებობა, ადამიანი, რომელიც არის დამნაშავე და მისჯილი აქვს სამივე ინტანციის სასამართლოს, მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებზე იმყოფებოდა.

თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოიწვიეს