საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე პრემიერად დანიშვნის საკითხს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება:

არ ვიცი, როგორ დასრულდება უკრაინაში მიმდინარე პროცესი. ცხადია, უამრავი ინტერესი დაეჯახა ერთმანეთს-რეფორმა, სწორედ ინტერესების ხელყოფას ნიშნავს. ის, რომ სააკაშვილის კანდიდატურას წინააღმდეგობა ხვდება, მხოლოდ ადასტურებს-ის დღეს უკიდურესად სერიოზული ფაქტორია უკრაინულ პოლიტიკაში. ეს მისი უზარმაზარი მიღწევაა, როგორც პოლიტიკოსის. ამის უარყოფა, ვფიქრობ, დაუძინებელ მტერსაც გაუჭირდება. დაამტკიცებენ მას ამ ჯერზე თუ არა, ეს მიღწევა, მიღწევად რჩება. ბევრი რამ, ჯერ წინაა. აი ის, არასახელმწიფოებრივი და ღრმა პროვინციალიზმის სულისკვეთებით გაჟღენთილი ისტერიკა ამ ამბავზე, რაც პრეზიდენტმა და ოლიგარქის სხვა თოჯინებმა მოაწყვეს უკანასკნელ დღეებში, მძიმე საყურებელი იყო, ნამდვილად.