რეგიონის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში, ახალგაზრდა ქალი ექიმს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს. როგორც ცნობილია, სავარაუდო მოძალადეს მსგავს ქმედებაში კიდევ რამდენიმე პირი ამხელს.

COVID-ის შემოწმება ასე არ ხდება, არ სჭირდება ფილტვების მოსმენას წელს ზემოთ სრული გაშიშვლება, არ სჭირდება ამას სახსრების შემოწმება, მით უმეტეს ლოგინზე დაწოლით და გაშიშვლებით. მთელი ეს პროცედურა, რასაც დაზარალებული აღწერს, სრულიად სცილდება სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს და არის ჩვეულებრივი შევიწროვების ფაქტი. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, ექიმმა არ უარყო ამ სამედიცინო შემოწმების ჩატარება, თუმცა უარყო მოტივი,”- განაცხადა კავშირ “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.