ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს COVID-19-ის გავრცელებისა და გარდაცველების ფაქტების სიმცირის მხრივ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

“საქართველოს კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელების, ავადმყოფების და გარდაცვალების რაოდენობის  მხრივ ევროპის 53 ქვეყანაში უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა აქვს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ყავს ევროპის დანარჩენ ქვეყნებს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში საქართველოს ამ მხრივ, 109-ე ადგილი უკავია.