მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ნიუ იორკი მოიცვა, Mount Sinai-ს საავადმყოფოს ექიმებმა პაციეტების სისხლში უცნაურობა შენიშნეს.

სისხლის შესქელება და კოლტების წარმოქმნა პაციენტების რამდენიმე ორგანოში შენიშნეს, რაც გამოცემის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გართულებაა, რაც ამ დაავადებას შეიძლება ახლდეს თან.

როგორც “როიტერსი” წერს, Mount Sinai-ში ნეფროლოგებმა შეამჩნიეს, რომ თირკმლის სადიალეზო კათეტერებში სისხლის კოლტები იჭედებოდა.  მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების ფილტვების გარკვეულ რეგიონებს კი სისხლი არ მიეწოდებოდათ. მსგავსი ტენდენცია შენიშნეს ნეიროქირურგებმაც, რამდენადაც, ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც სისხლის კოლტების გამო ინსულტი უვითარდებოდათ, გაიზარდა და მათ სულ მცირე ნახევარს, COVID-19 ჰქონდა დადასტურებული:

“გასაოცარია, რამდენად აყალიბებს კოლტებს ეს დავადება. დაავადება, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს, მეტია ვიდრე სასუნთქი სისტემების დაავადება. ზოგიერთ შემთხვევაში, ინსულტი იყო ახალგაზრდა პაციენტებში COVID-19ის პირველი სიმპტომი” – უთხრა როიტერსს Mount Sinai-ს საავადმყოფოს ნეიროქირურგმა დოქტორმა მოკომ.

მისი თქმით, სამ კვირაში, ინსულტით 32 პაციენტი ჰყავდა, რაც ჩვეულზე ორჯერ მეტია. ქირურგის თქმით, 5 მთგანი 49 წელზე მცირე ასაკის იყო, ყველაზე ახალგაზრდა – 31 წლის. ექიმი აღნიშნავს, რომ არცერთ პაციენტს ინსულტის რისკები არ ჰქონდა, რაც მისი თქმით ატიპურია.

აღნიშნული მიგნებები გამო, პაცენტებს ახლა სისხლის შეთხელებისთვის დიდი დოზით პრეპარატებს უნიშნავენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პაციენტის ორგანიზმში სისხლის შესქლების დაწყება გამოვლინდება:

“იქნებ, თუ სისხლის შესქლების პრევენციას შევძლებთ, დაავადება ნაკლებ მძიმედ განვითარდება. რა თქმა უნდა, ახალ პროტოკოლს კონკრეტული მაღალი რისკის შემცევლ პაციენტებზე ვერ გამოვიყენებთ, რამდენადაც მან შეიძლება ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლდენა გამოიწვიოს” – ამბობს “როიტერსთან” დოქტორი დეივიდ რაისი.

Mount Sinai-ს ექიმებმა დაავადების ამგვარი გართულბეა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მომუშავე ექიმთა ნაშრომებშიც იპოვეს, რის შემდეგაც აშშ-ში მოქმედ სხვა კლინიკებსაც დაუკავშირდნენ. როგორც “როიტერსი” წერს, შედეგები სხვა კლინიკის პაციენტების მონაცემებსაც დაემთხვა. ექიმები ამბობენ, რომ სიმპტომები გარკვეული ტიპის ონკოპაციენტებისა და მჭამელას მქონე ავადმყოფების სიმპტომებს ჰგავს და სხვა ვირუსის მიერ ამგვარი გართულებების წარმოქმნას ვერ იხსენებენ.

შედეგად, ბოსტონის Beth Israel Deaconess-ის სამედიცინო ცენტრში კვლევა დაიწყო, რომლის საკვლევი ჰიპოთეზის მიხედვით, სისხლის შესქლების საწინაარმდეგო მედიკამენტებმა წესით COVID-19ის მძიმე ფორმების პაციენტებში დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება უნდა განაპირობოს.

აღნიშნული, შესაძლოა გამოწვეული იყოს მძიმე პაციენტების უმოძრაობით, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის ადრეულ სტადიაზე ვლინდება, რაც ამ ვირუსთან კავშირზე ეჭვებს ამყარებს.

აშშ-ის ჰემატოლოგების საზოგადოება საკუთარ სახელმძღვანელობეში წერს, რომ პრევენციის მიზნით სისხლის შეთხლებისთვის საჭირო მედიკამენტების COVID პაციენტებში გამოყენების ეფექტურობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კვლევა ამ მიმართულებით გრძელდება.

წყარო: ნეტგაზეთი

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე