“საქართველოში არ არის ორდინალური ვითარება, რადგან ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული ვერტიკალი, სადაც გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, ბრალდება და სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ კონფიგურაციას ასახავს – ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად ესმით. შესაბამისად, კუბილიუსისი ეს წერილი ასახავს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთ-ერთი ამოცანა არის საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის განვითარება,”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.