ჩვენი ქვეყანა ხარბი უვიცების და უსამშობლო მონების ხელშია

მსოფლიოში 1 რეფორმატორი;
დემოკრატიის შუქურა;
თავისუფალი სამყაროს მოკავშირე…
ასე წერდნენ რამდენიმე წლის წინ საქართველოზე უცხოეთის პრესაში და ასე მოგვმართავდნენ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები.
და დღეს ეს ქვეყანა რეგიონულ მაჩანჩალად, კორუფციის ჭაობად და რეგრესის სიმბოლოდ იქცა.
დღეს ეს ქვეყანა რუსეთის და ირანის საეჭვო კომპანიების მომსახურების არეალია;
დღეს ეს ქვეყანა გაიცნეს, როგორც საერთაშორისო აფერისტის და ჟულიკის სამფლობელო, რომელთან ურთიერთობა აღარავის უნდა.
ჩვენი ქვეყანა, რომლის თავისუფლებისთვის ამდენმა ადამიანმა იბრძოლა და დათმო სიცოცხლე, დღეს აღზევებული მდაბიოების, ხარბი უვიცების და უსამშობლო მონების ხელშია.
ამათთან ერთად მომავალი აღარ გვაქვს; ამათთან ერთად მომავალი არ აქვთ არც ჩვენს შვილებს;
ამათი დამთავრება 2020 წლის მთავარი საქმეა.
წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.

მსოფლიოში 1 რეფორმატორი; დემოკრატიის შუქურა; თავისუფალი სამყაროს მოკავშირე… ასე წერდნენ რამდენიმე წლის წინ…

Geplaatst door Nugzar Tsiklauri op Vrijdag 22 mei 2020

2020-05-22T23:40:36+04:00მაისი 22nd, 2020|