„ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას მერე, რაც შეთანხმება შესრულდება, ცვლილებები იქნება მიღებული და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, შემდეგ შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში“, – განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება