„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში მხოლოდ 2 კანდიდატს წარმოადგენს, არის საერთო ოპოზიციური გამარჯვებისთვის გადადგმული ნაბიჯი.

„მეც, ნიკა მელია და კიდევ ჩვენი პარტიის არაერთი წევრი, რა თქმა უნდა, მოვიაზრებით კანდიდატებად, თუმცა მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელ ოლქში ვიქნები.

ჩვენ რომ წინა არჩევნების შედეგებით გვემსჯელა, თავისუფლად შეგვეძლო მოგვეთხოვა 5 ადგილი. ჩვენმა ბევრმა მხარდამჭერმა ვერ გაიგო, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი.

ეს ნაბიჯი ჩვენ არ გადაგვიდგია იმისთვის, რომ გვესიამოვნებინა ოპოზიციური პარტიებისთვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გამარჯვებისთვის გადავდგით.

ჩვენი აზრით, გამარჯვების ფორმულა დევს სწორედ აქ – ოპოზოციის ერთიანობაში.

ძალიან ხშირად ამბობებ ტერმინს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათმო – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არ დათმო, არამედ გადადგა ნაბიჯი გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ზაალ