რომის პაპი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, კორონავირუსთან ბრძოლის დროს პარტიაზე წინ სამშობლო დააყენონ. ამის შესახებ პაპმა ღვთისმსახურების დროს განაცხადა.

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა პოლიტიკოსებს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთიანობისკენ მოუწოდა.

“პოლიტიკა ქველმოქმედების უმაღლესი ფორმაა. ჩვენ ვლოცულობთ პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში, რათა პანდემიის დროს მათ შეძლონ გაერთიანება და სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე,” – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.